მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი ევროკავშირში ვეტოს გაუქმების შესახებ გერმანიის ინიციატივაზე: თითქოს და ჩაკეტეს ის კარი, რომელშიც მივისწრაფვით, რომ შევიდეთ
გიორგი ვოლსკი ევროკავშირში ვეტოს გაუქმების შესახებ გერმანიის ინიციატივაზე: თითქოს და ჩაკეტეს ის კარი, რომელშიც მივისწრაფვით, რომ შევიდეთ

გიორგი ვოლსკი ევროკავშირში ვეტოს გაუქმების შესახებ გერმანიის ინიციატივაზე: თითქოს და ჩაკეტეს ის კარი, რომელშიც მივისწრაფვით, რომ შევიდეთ

იმედი|imedinews.ge

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გაფართოების სურვილი აღარ აქვთ. ისეთ საკითხებს წარმოშობენ, ისეთი რაკურსით უტევენ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს მისწრაფება აქვთ, თითქოს და ჩაკეტვა უნდათ იმ სისტემის, რომელშიც ისინი არსებობენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის პიველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირში გერმანიის ინიციატივაზე.

მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი თავად კეტავს იმ კარს, რომელზეც ამბობდა, რომ ღიაა სხვა ქვეყნებისთვის.

„თავად გადაწყვეტენ, როგორი კონსენსუსით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ვეტოს უფლება იქნება თუ არა. ჩვენ გარედან ვინც ვართ - კანდიდატია თუ მოლაპარაკების პროცესში მყოფი ქვეყანა, იმათ საერთოდ არ ექნებათ არავითარი სიტყვის უფლება. აი, თითქოს და ჩაკეტეს ის კარბი, რომელშიც მივისწრაფვით, რომ შევიდეთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციის ნარატივი, რომ თითქოს ხელისუფლებას აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება აბსურდია.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიუღებელია ის მოთხოვნები, რომელსაც ევრობიუროკრატია საქართველოს უყენებს.

„რატომ არ უნდა გვინდოდეს?! მაგრამ ერთი თემა წამოწიეს ისეთი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენზე ვიმსჯელოთ მაშინ და ვიკამათოთ და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გასაგებია აშკარად, რომ საქართველოს დაანგრევს და მის თვითმყოფადობას მოშლის. შენ თურმე ვალდებულება გაქვს, რომ არავის უნდა დაუშალო ბავშვებთან ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ გენდერი შეიძლება იყოს მრავალნაირი. არ არის აუცილებელი, რომ ქალი და კაცი იყო, შეგიძლია ერთნაირსქესიანთა ქორწინება გააფორმო და ეს კონსტიტუციაში უნდა გქონდეს. მოკლედ, ისეთი თემებია წარმოშობილი, რომელიც გვაშორებს იმ პრინციპებიდან, რაზეც ევროკავშირშია საუბარი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ამ მიზეზებით აღარ გვინდა ევროკავშირში ყოფნა. ძალიან ბევრი, უშველებელი ნაწილია ისეთი, რომელიც ჩვენთვის არა თუ მისაღები, არამედ ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენი გაძლიერებისთვის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გერმანიის ინიციატივა ევროკავშირში გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპისა და ვეტოს უფლების გაუქმებას, რათა მნიშვნელოვანი საკითხები კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყდეს. ამ წინადადებას უკვე შეუერთდა ევროკავშირის 12 წევრი ქვეყანა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • მარტა კოსის თქმით ევროკავშირის კანდიდატებმა ტრამპის MAGA მოძრაობასთან კავშირი უნდა გაწყვიტონფორმულა
  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“,  რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს