მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებები არ არიან პოზიტიურად განწყობილნი იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებიც მათ მიერ არ არიან არჩეული - უკმაყოფილება იზრდება და ეს უკვე არჩევნებიდანაც ჩანს. მათ შორის, ევროპარლამენტშიც უფრო ხშირად გაისმის საქართველოს სასარგებლო განცხადებები
გიორგი ვოლსკი: სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებები არ არიან პოზიტიურად განწყობილნი იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებიც მათ მიერ არ არიან არჩეული - უკმაყოფილება იზრდება და ეს უკვე არჩევნებიდანაც ჩანს. მათ შორის, ევროპარლამენტშიც უფრო ხშირად გაისმის საქართველოს სასარგებლო განცხადებები

იმედი|imedinews.ge

სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებები არ არიან პოზიტიურად განწყობილნი იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებიც მათ მიერ არ არიან არჩეული, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სასარგებლო განცხადებები ევროპარლამენტშიც უფრო ხშირად გაისმის.

„შიგნით, თავის სამზარეულოში აირჩიეს გარკვეული მიმართულებების ხელმძღვანელები, რომლებსაც არც ერთი ნაბიჯი იმისკენ არ გადაუდგამთ, რომ ევროპაში ვითარება გამოსწორდეს, ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური პრობლემების ტენდენცია შეჩერდეს მაინც. აქედან გამომდინარე, უკმაყოფილება იზრდება და ეს უკვე არჩევნებიდანაც ჩანს.

მათ შორის, ევროპარლამენტშიც უფრო ხშირად გაისმის საქართველოს სასარგებლო განცხადებები, მაგრამ მხოლოდ საქართველო არ არის სამიზნე. სამიზნეა მოლდოვაც, მაგრამ მოლდოვაში წინ გადადგეს ნაბიჯი [ევრობიუროკრატებმა] და ჰყავთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც უბრძანებენ და გააკეთებს ისე, როგორც მათ უნდათ. თუმცა, შეტევის სამიზნედ მოლდოვა რჩება - მოლდოვამ ვერ უნდა გაბედოს ხელისუფლების შეცვლა, ხოლო საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს რაიმე წინააღმდეგობის გაწევა ექსტრემიზმისათვის, რომელსაც ახალისებენ და აფინანსებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ