მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა

იმედი|imedinews.ge

ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი სახეა. ამით პირდაპირ შეურაცხყო ათასობით ის პატიოსანი სამართალდამცველი, რომელიც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

ზერეკიძის განცხადებით, სიუჟეტის ავტორმა შეგნებულად დაუმალა საზოგადოებას რეალური ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული დანაშაული უკვე გამოძიებულია და დამნაშავეებიც დაპატიმრებულნი არიან. მიზეზი კი, მისი განცხადებით, საზოგადოებაში შიშის და უნდობლობის დათესვაა.

“პოლიციელის მხრიდან ჩადენილი ძალადობა უმძიმესი დანაშაულია და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. დამნაშავე ყოველთვის უნდა ისჯებოდეს კანონის სრული სიმკაცრით.

ზუსტად ასევე, უმძიმესი დანაშაულია საზოგადოების გამიზნული მოტყუება და საინფორმაციო მანიპულაცია, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ყოველდღიურად კადრულობენ. ადამიანებს არავინ უნდა აცხოვრებდეს სიყალბეში და დეზინფორმაციის გავრცელება შესაბამისად უნდა ისჯებოდეს.

ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი სახეა. ამით პირდაპირ შეურაცხყო ათასობით ის პატიოსანი სამართალდამცველი, რომელიც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას.

ყველაზე დიდი უსინდისობა კი ის არის, რომ ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა. ანონსშიც და სიუჟეტშიც ეს რეალობა უბრალოდ გააქრეს, რათა ხალხში შიში და უნდობლობა დაეთესათ. პირადად მე ნაცების მიერ, ხალხის დასაზაფრად დადგმული „მოდელირებული ქრონიკა“ გამახსენდა. თუმცა რა არის გასაკვირი იმაში რომ მელაძე ნაცების მეთოდით ზაფრავდეს საზოგადოებას, განა არ გვახსოვს, მიშამ რომ უთხრა სოფო ნიჟარაძეს ნარნარი ხმით, ნოდარა მელაძე უნდა იყოს ფილდ კომანდერიო. ნიჟარაძის პასუხიც გვახსოვს. შენ გახსოვს, ნოდარ?

კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის „სისტემურ პრობლემად“ გასაღება ჩვეულებრივი ტყუილია. ნამდვილი სისტემური დანაშაული ის იყო, რასაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ვხედავდით, როცა ძალადობა ოფიციალური პოლიტიკა იყო და მის პოპულარიზაციას პირველ რიგში ჯალათი სააკაშვილი ეწეოდა და ამასვე ითხოვდა ყველასგან. დღეს სახელმწიფო ასეთ ფაქტებს არ მალავს. პირიქით, სწორედ ის არის სისტემის სიჯანსაღისა და სახელმწიფოს სიძლიერის მთავარი ნიშანი, რომ დანაშაულზე რეაგირება არის მყისიერი, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს,”- წერს გიორგი ზერეკიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა "ნაცი" ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი