მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და პირველი ნაკადის მონაწილეებს შეხვდა
გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და პირველი ნაკადის მონაწილეებს შეხვდა

გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და პირველი ნაკადის მონაწილეებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ბანაკის 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეები არიან.

მინისტრმა, ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით, განსახორციელებელ პროექტებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და სტუდენტთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ახალგაზრდული ბანაკების გაფართოებაზე.

„საბანაკე სივრცეების განვითარება არის ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შაორის ბანაკის განახლებაზე და შემდეგ წელს სტუდენტებს რაჭაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, ვუმასპინძლებთ. ასევე უტარდება რეაბილიტაცია ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.

პარალელურად, ჩვენ ვნახულობთ სივრცეებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ახალგაზრდული ბანაკების პროექტი. ამ კუთხით გვაქვს მასშტაბური გეგმები და ვფიქრობთ, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ხუთი ახალგაზრდული ბანაკი გვექნება სხვადასხვა რეგიონში”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა.

მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, 19 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, 11 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მათ შორის 720 სკოლის მოსწავლე და 1 920 სტუდენტი იქნება.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია. საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.

წელს განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანაკი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. სტუდენტების მიღებამდე ანაკლიის ბანაკის ბაზაზე ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 140 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შერჩეული ლიდერები საზაფხულო ბანაკებში საქმდებიან. ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერია დასაქმებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში - თამარ იოსელიანიBM.GE
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
  • მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავარიატვ პირველი
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

იმედი

ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო

„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

იმედი