მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე: ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა. თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს
გივი მიქანაძე: ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა. თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს

იმედი|imedinews.ge

ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის. თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ შვილთან და სრულიად საზოგადოებასთან აქვს.

„ჩვენ ყოველთვის ვეცნობით საზოგადოების აზრს. ამ მიზნით, ოთხი თვის წინ დავიწყე პროექტი - მინისტრის შეხვედრა მშობლებთან. 26 მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული, სადაც ჯამში 10 ათასზე მეტ მშობელს შევხვდი. ამ შეხვედრებზე ერთ მშობელსაც არ უთქვამს, რა ცუდია, რომ ფორმა შემოგაქვთო. პირიქით, მიესალმებიან ამ მოცემულობას.

ამის მიუხედავად, საზოგადოებაში არიან ადამიანები, თუმცა ეს არის ძალიან მცირე კონტინგენტი, რომლებიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ამბობენ, რომ ისინი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: „მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“ - აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში, ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ აცნობიერებს, რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.

აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვის სკოლაში შეყვანასთან ერთად, ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი. შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო. აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს. ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ შვილთან აქვს და შემდეგ სრულიად საზოგადოებასთან.

ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არის მიმართული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი თაობების განვითარებაზე მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულნი”, - განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • რას სთავაზობს განათლების სამინისტრო თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს? - შეხვედრის დეტალებიBM.GE
  • კალაძე 21-ე სკოლაზე: სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, კითხვები არ უნდა არსებობდესფორმულა
  • მიქანაძის თქმით, 21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა გუშინ საღამოს მიიღესნეტგაზეთი
  • დავით სონღულაშვილი: პროგრამის "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ყოველწლიურად პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენრუსთავი 2
სკოლის →

მსგავსი სტატიები

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე