მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს შეხვდა
გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს შეხვდა

გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

სამინსიტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე.

გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, სასწავლო რესურსების გაუმჯობესება, სასკოლო ფორმების შემოღება, აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მშობლებს საშუალება მიეცათ, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

შეხვედრაში მონაწილეობა მოიღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი