მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე საჩხერეში კოლეჯ ,,სპექტრის“ ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა
გივი მიქანაძე საჩხერეში კოლეჯ ,,სპექტრის“ ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა

გივი მიქანაძე საჩხერეში კოლეჯ ,,სპექტრის“ ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და პერსონალს შეხვდა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრს ბაჯითის ფილიალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კოლეჯ „სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ მიაწოდა.

გივი მიქანაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას რეფორმების განხორციელების პროცესში და აღნიშნა, რომ სამინისტრო კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

საუბარი შეეხო შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული პროგრამების განვითარებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შეთავაზებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს ზრდის.

კოლეჯი „სპექტრი“ პროფესიული სასწავლებელია, რომელიც პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ განათლებას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში მდებარე „სპექტრის" ფილიალი ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით - შედუღება, ელექტრორკალური შედუღება, ელექტრობა, ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ