მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ახალგაზრდებს სწავლის წარჩინებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მნიშვნელობაზე.

„მთავარი მიზანი იყო, საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების დანერგვით, ახალგაზრდებისთვის სკოლაშივე მიგვეცა შესაძლებლობა, სრულ ზოგად განათლებასთან ერთად, პროფესიასაც დაუფლებოდნენ. დღეს ეს მიზანი მიღწეულია - აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად ახალგაზრდებმა სკოლაში, ზოგადი განათლების მიღების პარალელურად, შეიძინეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც მომავალში პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.

როცა ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებმაც უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი პროფესიული გზის დასაწყებად, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ძალიან საჭირო და დროული იყო აღნიშნული ინიციატივის განხორციელება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულების ნაწილს სწავლის დასრულებისთანავე უკვე მიეცა დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა პროგრამის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის პროექტში ჩართული საჯარო სკოლების დირექტორებს მადლობის სიგელები გადასცა.

კურსდამთავრებულებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა.

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2024 წელს საპილოტე რეჟიმში საქართველოს 20 საჯარო სკოლაში დაინერგა, ამ ეტაპზე კი პროგრამები უკვე 80-ზე მეტ საჯარო სკოლაში ხორციელდება. შესაბამისად, დღეს კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა, სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ მიიღოს როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ისე პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ბაია კვიციანი და თამარ მახარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები, დამსაქმებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

იმედი

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

იმედი

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

იმედი