მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს. არავითარ კავშირში არ არის ეს ჟურნალისტურ ვარაუდებთან
გოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს. არავითარ კავშირში არ არის ეს ჟურნალისტურ ვარაუდებთან

გოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს. არავითარ კავშირში არ არის ეს ჟურნალისტურ ვარაუდებთან

იმედი|imedinews.ge

„შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს. არავითარ კავშირში არ არის ეს ჟურნალისტურ ვარაუდებთან“, - ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ შეფასებას, სადაც ითქვა, რომ „საქართველოში ჟურნალისტები გამოთქმული ვარაუდების გამო ისჯებიან“.

გოგა ხაინდრავას თქმით, არანაირი ვარაუდი აქ არ არის, ეს არის მიზანმიმართული, წინასწარგანზრახული, ბოროტი ცილისწამება.

„საუბარი მხოლოდ გოგა ხაინდრავაზე არ არის. ამ საქმეში ჩართეს ქვეყნის პირველი პირები – პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სუს-ის უფროსი, ამ სამსახურის თანამშრომლები და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. ეს არის წინასწარგანზრახული ქმედება. მათ უკან დგას ბოროტი კრიმინალი, ჯარის გამძარცველი კეზერაშვილი, რომელიც იქიდან უკვეთავს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ხოლო ისინი ამას ასრულებენ.

არავითარ კავშირში არ არის ეს ჟურნალისტურ ვარაუდებთან. „შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება განეხორციელებინათ.

ეს არის პირდაპირი დარტყმა სახელმწიფოზე. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის უფროსი, მათი ვერსიით, საქმის კურსში არიან, რომ მძიმე დანაშაული ხდება და არანაირ ზომებს არ იღებენ, გამოდის, თავადაც დანაშაულის თანამონაწილეები არიან. ასე რომ, ჟურნალისტურ ვარაუდებზე საკუთარ პატრონს – კეზერაშვილს ესაუბრონ“, - განუცხადა „რეპორტიორს“ გოგა ხაინდრავამ.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ეს არის ტერორის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც პრესასთან და მედიასთან საერთო არაფერი აქვს და რომელიც უცხოეთიდან საქართველოს სახელმწიფოსა და კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩემი სარჩელის მიზანი ისიც არის, რომ ქვეყანაში შეიქმნას პრეცედენტი. საერთოდ არ მადარდებს არც „ფორმულა“ და არც კეზერაშვილი, მაგრამ უამრავი ადამიანია, რომელსაც ცილისწამებისგან თავის დაცვის შესაძლებლობა არ აქვს და ასეთი ტერორის მსხვერპლი ხდება.

ეს არის ტერორის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც პრესასთან და მედიასთან საერთო არაფერი აქვს და რომელიც უცხოეთიდან საქართველოს სახელმწიფოსა და კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული. ამიტომ ეს უნდა იყოს დასჯადი და იქნება კიდეც.

ამით არ შემოვიფარგლები. ეს არ არის მხოლოდ სამოქალაქო დავა – ეს არის ბოროტი ცილისწამება, რომელიც ბევრ ადამიანს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ადამიანმა ამის გამო ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან თავი უნდა იმართლოს, რომ „აქლემი არ არის“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ტელეკომპანიის ოპერატორი მიხეილ მარტაშვილი იმყოფებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • როგორ ინარჩუნებენ ქართული ენის კავშირს ბავშვები, რომლებიც საქართველოში არასდროს უცხოვრიათBM.GE
  • იმერეთში ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ექვსი პირი პასუხისგებაში მისცესფორმულა
  • იმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებარუსთავი 2
  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
კავშირის →

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი