მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გრიგოლ ლილუაშვილი და მამუკა მერკვილაძე რკინიგზის კორუფციული სკანდალის უკან - რა კავშირი აქვთ ხსენებულ პირებს დავით ფერაძესთან
გრიგოლ ლილუაშვილი და მამუკა მერკვილაძე რკინიგზის კორუფციული სკანდალის უკან - რა კავშირი აქვთ ხსენებულ პირებს დავით ფერაძესთან

გრიგოლ ლილუაშვილი და მამუკა მერკვილაძე რკინიგზის კორუფციული სკანდალის უკან - რა კავშირი აქვთ ხსენებულ პირებს დავით ფერაძესთან

იმედი|imedinews.ge

სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ბიზნესმენი მამუკა მერკვილაძე რკინიგზის კორუფციული სკანდალის უკან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი კორუფციული სქემა გაშიფრა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ, ძებნა გამოცხადდა საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე.

რა კავშირი აქვთ ლილუაშვილსა და მერკვილაძეს დავით ფერაძესთან? - ცნობილი ხდება, რომ გრიგოლ ლილუაშვილი, დავით ფერაძე და მამუკა მერკვილაძე, წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ და სწორედ ამ დროიდან ჩამოუყალიბდათ მათ ახლო მეგობრული ურთიერთობა.

ლილუაშვილი და ფერაძე იყვნენ 2018 წელს მერკვილაძის მეჯვარეებიც და შესაბამისად, მისი შვილის ნათლიები. ცნობილია ისიც, რომ მამუკა მერკვილაძე და დავით ფერაძე ბავშვობის მეგობრები არიან.

დავით ფერაძეს, რომელიც რკინიგზას 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა, სუს-მა ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. საქმეში ფიგურირებენ უწყების სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და კერძო საწარმოების მფლობელები - ჯამში ბრალდება რვა პირს წარედგინა, რომელთაგან ექვსი დაკავებულია, ხოლო ფერაძესა და კიდევ ერთ პირზე ძებნა გამოცხადდა. სუს-ის მასალების მიხედვით, საქმე ეხება რკინიგზის კუთვნილი ქონების უკანონოდ დაუფლებას, კერძოდ, კომპანიაში აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდში გამოყენებული იყო კორუფციული სქემები, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

წყარო „პრაიმტაიმი“

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლილუაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • ადვოკატის თქმით მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამის მიცემა და მფარველობა უარყოფორმულა
  • გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვსტვ პირველი
  • საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართარუსთავი 2
  • დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორიBM.GE
ლილუაშვილის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი