მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო
გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო

გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო

იმედი|imedinews.ge

ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ გაგვაგებინონ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის კომენტირებისას.

როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის დამაბრკოლებელი მიზეზები არ არსებობდა, რადგან ქვეყანამ ნატოს ეგიდით სამშვიდობო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუცია გაიღო და ყველა ნაკისრი ვალდებულება და პირობა შეასრულა.

„ეს არის მოკავშირეებისა და ასპირანტების შეხვედრა. სადაც არის საჭირო, საქართველოს იქ მიიწვევენ, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა - შედეგი. შედეგი კი ისაა, რომ საქართველო დღეს ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სტაბილურობასა და მშვიდობას.

გავიხსენოთ, რატომ დაიწყო ომი უკრაინაში - სწორედ იმის გამო, რომ მან ნატოს წევრობაზე არ თქვა უარი. ახლა მარტივი კითხვა მაქვს - ღირდა ეს იმად, რა მდგომარეობაშიცაა ახლა უკრაინა? გარდა ამისა, მიიღო სრული უპერსპექტივობა, რაზეც პირდაპირ საუბრობენ ნატოს ლიდერები. ამ ვითარებაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს? თუ ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა ნატოს წევრობის პერსპექტივა, ეს საქართველო იყო.

გავიხსენოთ, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა ნატოს სამშვიდობო მისიებში, ყველაზე დიდი კონტრიბუცია ჩვენი იყო და ყველა პირობა და ვალდებულება ჩვენი მხრიდან შესრულდა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო დამაბრკოლებელი? მაგრამ ამ ფონზე პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია. ასევე პირდაპირ თქვეს და ეს უკრაინას ღიად უთხრეს - რუსეთთან ჩვენ ომს, თქვენ გამო, ვერ გავმართავთ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ალიანსის ლიდერები ნატოს თავად უყურებენ სკეპტიკურად. „წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ გაგვაგებინონ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა