მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია
გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, - წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.

გვარამიას თქმით, გეგელია თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, მასაც გადაუთარგმნონ.

„გრიგოლ გეგელიას დამიძახეთ და მასთან ერთად მსგავს პუბლიკას:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას.

ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნები შეერთებულმა შტატებმა თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას მკაფიოდ დააფიქსირა ურთიერთობების „გადატვირთვის“ პირობები. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებად აფასებს, ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს.

ვიდეო კომენტარშია, პირველ რიგში, იმათთვის, ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა, როგორც მისი სტატუსიდან ჩანს, იცის და გაერკვევა, იმედია. თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული "ზომიერი" პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია”, - წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ