მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა
ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა

ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქალაქ გურჯაანში ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გახსნა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ოფისი მეღვინეებსა და მევენახეებს სააგენტოს სერვისებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.

„თანამშრომლები ადგილობრივ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევენ და სააგენტოსთან კომუნიკაციაში დაეხმარებიან.

საწყის ეტაპზე, ოფისში რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. სამომავლოდ, შენობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიისა და შპს „ღვინის ლაბორატორიის“ კახეთის ფილიალები განთავსდება.

„კახეთში ღვინის მარნებისა და კომპანიების დიდი ნაწილია თავმოყრილი, შესაბამისად, ადგილობრივი მეღვინეებისთვის სერვისების რეგიონში ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალი ოფისი მათ შესაძლებლობას მისცემს, ღვინის ლაბორატორიული ანალიზები გურჯაანში, ადგილზე ჩაატარონ. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ პროცედურებს, დაზოგავს მეწარმეების დროსა და ფინანსურ რესურსებს და ხელს შეუწყობს ღვინის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მიღებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გურჯაანში ახალი ოფისის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფილიალი ქალაქ გურჯაანში, იოსებ ნონეშვილის გამზირის N23-ში მდებარე შენობაშია განთავსებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური სანქციები „მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას“ და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შეფერხება დაუშვებელია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

იმედი

მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა - ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს

მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა - ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს

იმედი

ჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი „დანაშაული“ საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს „დანაშაული“ არ აპატიონ - აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით