მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა - ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს
მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა - ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს

მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა - ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სამშაბათს წარადგინა ევროკომისიის წინადადება ბლოკის გაფართოების პროცესის გადახედვის შესახებ - მან ისაუბრა ეტაპობრივი ინტეგრაციის, კანდიდატი ქვეყნების უფრო მკაცრი შემოწმებისა და ახალი მეთოდოლოგიის გეგმებზე. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

„მსოფლიო შეიცვალა. გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა სამშაბათს, ზაგრებში, ხორვატიის ელჩების კონფერენციაზე გამოსვლისას.

თავის გამოსვლაში კოსმა გაფართოებამდე დაგეგმილი პოლიტიკური რეფორმის ძირითადი აქცენტები გამოყო - ეს არის დიდი ხნით შეჩერებული ინიციატივა, რომელიც იკვლევს, თუ როგორი შეიძლება იყოს 30-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ევროკავშირი. ევროკომისიამ ეს საკითხი კვლავ გაააქტიურა.

„ევროკომისია წარადგენს თავის ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი, როდესაც კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფინიშს უახლოვდებიან“, - განაცხადა კოსმა. - „ჩემი აზრით, ოთხი მთავარი საკითხი უნდა გადავჭრათ, რათა უმაღლეს დონეზე მივაღწიოთ კონსენსუსს ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად“.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის აზრით, უფრო დიდ გაერთიანებას მნიშვნელოვანი რეფორმები დასჭირდება იმისათვის, რომ ქმედითუნარიანობა შეინარჩუნოს და კრიზისის დროს სწრაფი ადაპტირება შეძლოს.

მნიშვნელოვანია, რომ მისი არგუმენტით, გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს დამფუძნებელი ხელშეკრულებების ჩასწორების გარეშეც, რაც წევრ ქვეყნებს შორის ხანგრძლივ მოლაპარაკებებსა და არაპროგნოზირებადი რატიფიკაციის პროცესს მოითხოვდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენის პროცესს იწყებსBM.GE
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური სანქციები „მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას“ და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შეფერხება დაუშვებელია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

იმედი

ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა

ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა

იმედი