მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა

იმედი|imedinews.ge

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა შინჯირო კოიზუმიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან ბრალდებები იაპონური მილიტარიზმის აღორძინების შესახებ თვალთმაქცურია, ვინაიდან თავად პეკინი კოლოსალურ ბირთვულ არსენალს ფლობს და აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს.

სინგაპურში გამართულ აზიის თავდაცვის ფორუმზე, „შანგრი-ლას დიალოგზე“ სიტყვით გამოსვლისას, კოიზუმიმ ყურადღება გაამახვილა პეკინის რიტორიკაში არსებულ აშკარა წინააღმდეგობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო უსაფუძვლოდ ესხმის თავს ქვეყანას, რომელსაც ასეთი შეიარაღება არ გააჩნია.

„უცნაური არ არის, რომ ჩინეთი, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღისა და სტრატეგიული ბომბდამშენების უზარმაზარ არსენალს, იაპონიას, რომელსაც არცერთი მათგანი არ გააჩნია, ე.წ. „ახალ მილიტარიზმში“ ადანაშაულებს? მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოიზუმიმ და დასძინა, რომ იაპონიის ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტის შეკავებისკენ და ხორციელდება გამჭვირვალე გზით.

იაპონელი მინისტრის მკვეთრი განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა წინა დღით დადებითად შეაფასა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების მოწესრიგება.

გასულ კვირას FT წერდა, რომ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზე ყველაზე დაძაბული თემა იაპონიის რემილიტარიზაცია გახდა. ჩინეთის ლიდერი ამ საკითხზე „ემოციურად და გაღიზიანებით“ საუბრობდა.

პეკინსა და ტოკიოს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც სანაე ტაკაიჩიმ 2025 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ტაივანზე ჩინეთის შესაძლო თავდასხმამ შესაძლოა იაპონიის წინაშე „ეგზისტენციალური საფრთხე“ შექმნას, რაც გაამართლებდა იაპონიის შეიარაღებული ძალების გამოყენებას. ყოველწლიურ თავდაცვის მოხსენებებში იაპონია ბოლო წლებში ჩინეთის მხრიდან მომავალ საფრთხეს უფრო სერიოზულად მოიხსენიებს, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, - აღნიშნავს FT. 2026 წლის მოხსენების პროექტში იაპონია ასევე გამოხატავს „სერიოზულ შეშფოთებას“ პეკინსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო.

2026 წლის აპრილში იაპონიამ ლეტალური იარაღის ექსპორტზე შეზღუდვები გააუქმა. ამასთან, ძალაში დარჩა ექსპორტის აკრძალვა იმ ქვეყნებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა მთავრობამ აღნიშნა, რომ გამონაკლისი შეიძლება დაუშვას „განსაკუთრებული გარემოებების“ შემთხვევაში. FT-მა ამას იაპონიის პოლიტიკაში „ისტორიული შემობრუნება“ უწოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი