მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იაროსლავ კაჩინსკი: უკრაინა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, თუ არსებულ კურსს არ შეცვლის
იაროსლავ კაჩინსკი: უკრაინა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, თუ არსებულ კურსს არ შეცვლის

იაროსლავ კაჩინსკი: უკრაინა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, თუ არსებულ კურსს არ შეცვლის

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა, დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ თანაპარტიელებს წერილი მისწერა და მოუწოდა უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში დაბლოკონ, სანამ კიევი „ბანდერისა და სხვა ბოროტმოქმედების კულტთან“ დაკავშირებით არსებულ პოლიტიკას არ გადახედავს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

წერილში კაჩინსკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ, თუ მისი პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას არ მისცემს, სანამ ის თავის კურსს არ შეცვლის.

„უკრაინის მიღება ევროკავშირში შეუძლებელია, თუ ის სრულად არ იტყვის უარს კურსზე, რომელიც დღეს აქვს არჩეული. პოლონეთი საკუთარი, ევროპული და მეტიც, მთელი ქრისტიანული ცივილიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს იმას, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს ბანდერიზმი - კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური და არაადამიანური იდეოლოგია, რომელიც დღეს უკრაინელი ერის ცნობიერებას აყალიბებს“, - აღნიშნულია კაჩინსკის წერილში.

მან აგრეთვე თანაპარტიელებს მოუწოდა, გამოიყენონ ყველა შესაძლო მეთოდი, რათა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობის ყველა ძალისხმევა დაბლოკონ, რომელიც ევროკავშირში უკრაინის პრივილეგირებული პირობებით გაწევრიანებისკენ იქნება მიმართული.

„სამართლისა და სამართლიანობის“ პარტიის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „არცერთი სუვერენული ქვეყანა მცირედიდაც არ შეურიგდება საკუთარი ერის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდურ მოქმედებებს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი