მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ილია ინჯია: „იმედისა“ და „პოს ტვ-ს“ ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის შენობებში შესვლის შეზღუდვა, უკიდურესად არასწორი გადაწყვეტილებაა, ასევე ლოგიკას მოკლებულია მოლდოვას მიერ „იმედის”, „რუსთავი 2-ისა“ და „პოს ტვ-ს“ აკრედიტაციაზე უარის თქმის ფაქტი
ილია ინჯია: „იმედისა“ და „პოს ტვ-ს“ ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის შენობებში შესვლის შეზღუდვა, უკიდურესად არასწორი გადაწყვეტილებაა, ასევე ლოგიკას მოკლებულია მოლდოვას მიერ „იმედის”, „რუსთავი 2-ისა“ და „პოს ტვ-ს“ აკრედიტაციაზე უარის თქმის ფაქტი

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან „იმედისა“ და „პოს ტვ-ს“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასა და ევროკავშირის შენობებში შესვლის შეზღუდვას უკიდურესად არასწორ და უსამართლო გადაწყვეტილებად აფასებს. ამის შესახებ ვიცე-სპიკერი ფეისბუქზე წერს. მისი თქმით, ასევე მიუღებელი და ლოგიკას მოკლებულია მოლდოვას მიერ სამი ქართული მაუწყებლის - „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „პოს ტვ-ს“ აკრედიტაციაზე უარის თქმის ფაქტი.

„ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან „იმედისა“ და „პოს ტვ-ს“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება და ევროკავშირის შენობებში შესვლის შეზღუდვა, უკიდურესად არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილებაა, ასევე მიუღებელი და ლოგიკას მოწყვეტილია მოლდოვას მიერ „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „პოს ტვ-ს“ აკრედიტაციაზე უარის თქმის ფაქტი.

აღნიშნული ქმედება სერიოზულ კითხვებს აჩენს სიტყვის თავისუფლებისა და მედიის პლურალიზმის მიმართ ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე. მსგავსი მიდგომები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროპული ინსტიტუტები თავადვე იმ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან, რომელთა დაცვის აუცილებლობაზეც თავად მუდმივად საუბრობენ.

ევროპული მომავალი ჩვენი საზოგადოებისთვის ნიშნავს სამართლიანობას, თავისუფალ დიალოგს, დემოკრატიულ სტანდარტებს და არა განსხვავებული აზრის გამო მედიის შეზღუდვასა და სანქციების ენით საუბარს.

მსგავსი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და აშკარას ხდის ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას, რაც დემოკრატიის იდეას მნიშვნელოვნად აზიანებს.

საქართველოში არ ვმოქმედებთ მსგავსი სტანდარტებით განსხვავებული აზრისა და პოზიციის მქონე მედიის მიმართ. რადგან მივისწრაფვით, რომ დავიცვათ ის დემოკრატიული პრინციპები, რომლებიც განსხვავებული აზრის, მრავალფეროვანი მედიისა და კრიტიკული პოზიციების თანაარსებობას ეფუძნება.

მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპანიებს „იმედი“, „რუსთავი 2-“ და „პოსტ ტვ“.

მიუხედავად ამ ვითარებისა, დარწმუნებული ვარ, მედია საშუალებები ჩვეული პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და საზოგადოების ინტერესების დაცვით გააგრძელებენ საქმიანობას და კიდევ უფრო წარმატებით უპასუხებენ არსებულ გამოწვევებს~, - წერს ილია ინჯია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იმედი

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ