მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს
იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს

იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველთა მოყვარულებთან აქტიური მუშაობის შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაავადება ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდან 15-ს ოფიციალურად გამოუჩნდა მზრუნველობის ქვეშ აყვანის მსურველი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათვე ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF), სააგენტოს ოფიციალურად მომართა. სპეციალისტების მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ მიმკედლებელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქვს შესაბამისი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს ცხოველის იზოლაციას, ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვას.

„ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ძაღლები თავშესაფრიდან მიმკედლებელთან გადაიყვანეს, სადაც 6 თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) ზედამხედველობა მიმკედლებლის პასუხისმგებლობით დაწესდება.

22 მაისის მონაცემებით, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში 27 ძაღლი რჩება. ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მიერ განიხილება ძაღლების მიკედლების მსურველი კიდევ ერთი პირის განცხადება. სპეციალისტები სწავლობენ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. გადაწყვეტილება, კანონმდებლობის, ცხოველთა კეთილდღეობის, საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტანდარტების სრული დაცვით იქნება მიღებული. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ძაღლების მიმკედლებელთან გადაყვანას, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ.

მიმდინარე წლის 8 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ (ქ. ქუთაისი) თავშესაფარში გადაყვანილია ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო 51 არავაქცინირებული ძაღლი, რომელთაგანაც 9 მოკვდა, მათ შორის, 3 ძაღლს ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დაუდასტურდა, ხოლო 6 -ის სიკვდილის მიზეზი თანმდევი დაავადებები გახდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოყვარულებს, იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაკვირვების ქვეშ მყოფ ძაღლებს, დადგენილ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“ - კანდელაკს ანტიქართული ბრალდების გასამყარებლად ერთი ფაქტის კი ვერ მოჰყავს

ზუგდიდმა სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა

ზუგდიდმა სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა

იმედი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა

იმედი

ესმაილ ბაღაი: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ერთდროულად ახლოსაც და შორსაც ვართ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ხედვის დაახლოებისკენ მიდის

ესმაილ ბაღაი: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ერთდროულად ახლოსაც და შორსაც ვართ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ხედვის დაახლოებისკენ მიდის

იმედი