
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, თბილისის ტექნოპარკში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავცელებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარეებმა ისაუბრეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ერთობლივი ინიციატივებისა და რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატების შექმნის პერსპექტივებზე.
სომხეთის ელჩი თბილისის ტექნოპარკის ინფრასტრუქტურას გაეცნო, ასევე მიიღო დეტალური ინფორმაცია სააგენტოს განხორციელებული პროგრამებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე სომხეთის ელჩმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი სომხეთში დაგეგმილ საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Digitec 2026-ზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
იმედი
წყარო: imedinews.ge