მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ჭეიშვილი: საქართველოში როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციელებს წვავდნენ, ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია, რატომღაც დანიის ხელისუფლებისა და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო
ირაკლი ჭეიშვილი: საქართველოში როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციელებს წვავდნენ, ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია, რატომღაც დანიის ხელისუფლებისა და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო

იმედი|imedinews.ge

სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ბრიუსელი დღეს საქართველოსთან მიმართებაში აკეთებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვების შეფასებისას.

მისივე თქმით, დანიაში მშვიდობიან პროტესტანტებს ძაღლებით დაერივნენ, ხელკეტებით გაუსწორდნენ და რატომღაც ეს ბრიუსელისთვის და დანიის ხელისუფლებისთვის მისაღები აღმოჩნდა.

„საქართველოში როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ წვავდნენ მომიტინგეები პოლიციელებს, ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია, რატომღაც დანიის ხელისუფლებისა და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.

კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.

დანიის მხარეს მოვლენების შესაფასებლად „ქრონიკამაც“ მიმართა, რაზეც „იმედს“ დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა, რომ პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ