
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებით, ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და დანაშაულს არ აღიარებს
იმედი|imedinews.ge
მან განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი, - განაცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.
„სამართლებრივად ბრალდებას აქვს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მან უნდა დაუმტკიცოს ის, რაც არ ჩაუდენია ირაკლი ღარიბაშვილს“, - აღნიშნა ლილი გელაშვილმა.
ასევე ადვოკატი ნათია თამაზაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
„ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და ირაკლი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი“ - განაცხადა ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრალდება წარუდგინა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge