მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას

იმედი|imedinews.ge

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.

ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესია საქართველოში ყველაზე დიდი, პოპულარული პროფესიაა და მის მიმართ ინტერესი, განსაკუთრებით ახალი თაობის მხრიდან, არის მზარდი. მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაცია ამჟამად 11 500-მდე წევრს აერთიანებს.

„ადვოკატთა ასოციაცია მოქმედი კანონმდებლობით, წელიწადში ორჯერ ატარებს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდას. ეს არის ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება და წელიწადში ორჯერ - საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოცდას ვაორგანიზებთ. 1 თვის წინ დავასრულეთ საკვალიფიკაციო გამოცდაზე საგაზაფხულო მიღება. გამოცდაზე გამოვიდა 1000-მდე ინტერესის მატარებელი პირი, რათა გახდეს ადვოკატი. იმავეს ველოდებით საშემოდგომო გამოცდის მიზნებისათვის.

საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ. მზადების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ საკვალიფიკაციო გამოცდას.

ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია ორიოდე დღის წინ. აღნიშნულ კურსს წარუძღვებიან სამართლის დარგში მაღალკვალიფიციური ექსპერტები - ესენი არიან მოქმედი მოსამართლეები, როგორც სისხლის, ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკოსი ადვოკატები და რაც არანაკლებმნიშვნელოვანია, ჩვენი უნივერსიტეტი წამყვანი პროფესურა. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ადვოკატის საკვალიფიკაციო საგამოცდო მოსამზადებელი კურსი იქნება ხარისხიანი და ჩვენი მომავალი მსმენელები კმაყოფილები“, - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

მისი თქმით, კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის, მათ შორის საკვალიფიკაციო გამოცდისა და მოსამზადებელი კურსის მაღალ ხარისხზე გაამახვილა ყურადღება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ

იმედი

ირაკლი გოგავა: ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს

ირაკლი გოგავა: ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს

იმედი