
ირაკლი ხელაძე: 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, მას შემდეგ მუდმივად ცდილობენ მისი სახელის, მისი ფაქტორის, მისი როლის დაზიანებას თუმცა საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარუმატებლად გამოსდით. ქართველ ხალხს არავის წაქეზება, არავის კარნახი არ სჭირდება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს, მის ფაქტორს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა შეცვალა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.
მისი თქმით, ქართველმა ხალმა კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა ღვაწლი აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში.
ირაკლი ხელაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და რა თქმა უნდა პოლიტიკური საბჭოს ფარგლებში გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად, სადაც ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს და მის პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
„2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, მას შემდეგ მუდმივად ცდილობენ მისი სახელის, მისი ფაქტორის, მისი როლის დაზიანებას თუმცა საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარუმატებლად გამოსდით. ქართველ ხალხს არავის წაქეზება, არავის კარნახი არ სჭირდება იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის არის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი, რომელმაც მთლიანად შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს სავარაუდოდ, რაოდენ სამწუხარო მოსასმენიც არ უნდა იყოს მავანისთვის, ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით. არა ერთი ქარტეხილი გამოგვატარა ამ ადამიანმა თავისი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმით. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბიძიან ივანიშვილს ესხმიან თავს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
