მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია მამუკა მდინარაძეზე: ოპოზიციის მხრიდან არის აჟიოტაჟი, რადგან იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში
ირაკლი კირცხალია მამუკა მდინარაძეზე: ოპოზიციის მხრიდან არის აჟიოტაჟი, რადგან იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში

ირაკლი კირცხალია მამუკა მდინარაძეზე: ოპოზიციის მხრიდან არის აჟიოტაჟი, რადგან იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში

იმედი|imedinews.ge

აჟიოტაჟი არის იმიტომ, რომ იციან, რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ სუს-ის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, სამართალდამცავ უწყებებში მიღწეული წარმატება კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც ამ უწყებებს მამუკა მდინარაძე გაუწევს კოორდინაციას.

„თქვენ გახსოვთ, რა იყო, როდესაც ბატონი მამუკა ირჩეოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. გახსოვთ, რა რიტორიკა იყო - იყო ზუსტად ერთი და იგივე რიტორიკა და ახლა წავიდნენ ამ რიტორიკის მეორე წრეზე. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და მრავლისმეტყველი. ეს მათზე მეტყველებს, თუ რეალურად როგორ ნერვიულობენ ყველა იმ გაკეთებულ საქმეზე, თუ როგორ ნერვიულობენ მის რეპუტაციაზე, თუ როგორ ანერვიულებთ და აღელვებთ მისი პოლიტიკური წონა და როგორ აღელვებთ, რომ ამ წონისა და ამ გამოცდილების ადამიანი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ფუნქციით ბრუნდება პოლიტიკაში, ძალიან კარგად მესმის.

კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი მათი მხრიდან იმიტომ, რომ იციან, რას ნიშნავს მისი პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს მისი პოლიტიკური წონა. ის წარმატებები, რომელიც მიღწეულია სამართალდამცავ უწყებებში, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურში, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება იმ კოორდინაციის პირობებში, რასაც გაწევს ბატონი მამუკა მდინარაძე”, - აღნიშნა კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ