მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: - აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე
ირაკლი კობახიძე: - აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე

ირაკლი კობახიძე: - აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე

იმედი|imedinews.ge

აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილში მოსახლეობა 90 825 ადამიანით გაიზარდა.

„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა დემოგრაფიული მაჩვენებლები. თქვენ იცით, რომ იყო უამრავი სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს უკვე წლევანდელი მონაცემებით და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე. უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილში მოსახლეობა გაიზარდა 90 825 ადამიანით. მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, რომელიც არის ბუნებრივია ჯერ კიდევ, როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, არის ბუნებრივი ინტერესი მოქალაქეებს შორის, რომ წავიდნენ შედარებით უფრო მდიდარ ქვეყნებში საცხოვრებლად და ამას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციაც ევროკავშირთან, თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად, ვხედავთ, რომ 90 000-ზე მეტით არის გაზრდილი უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ იყო უამრავი სპეკულაცია, თუმცა საბოლოო ჯამში ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა აღწერის მონაცემებმა.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 226 500-ით და მთლიანად ეს შემცირდა მოქალაქეების ხარჯზე. ანუ წინა ხელისუფლების პირობებში მოსახლეობა კონკრეტულად მოქალაქეების ნაწილში შემცირდა 226 500-ით და რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების პერიოდს, მოსახლეობა გაიზარდა 216 000-ით, აქედან უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში გაიზარდა დაახლოებით 91 000-ით. საქართველოში, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, ცხოვრობს 134 000-მდე უცხოელი მოქალაქე, რაც არის მოსახლეობის 3,4 პროცენტი. აქედან დაახლოებით 44 000 - 44 500 არის უცხოელი სტუდენტი, რომელიც იმყოფება საქართველოში და მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. 54 000 არის სლავური ქვეყნებიდან მოქალაქეების ერთობლიობა, რომლებიც ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და მომიჯნავე სფეროებში არიან დასაქმებული. 14 000-მდე არის აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქე და ისინი არსებითად არიან აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც საქართველოდან იყვნენ გასული და დაბრუნდნენ საქართველოში. ეს არის არსებითად თითქმის სრული სურათი იმ საერთო მაჩვენებლიდან, რომელიც არის წარმოდგენილი აღწერის მონაცემებში. შესაბამისად, მიგრაციის კუთხით გვაქვს დადებითი სალდო, თუმცა გვრჩება უარყოფითი მაჩვენებლები შობადობის მიმართულებით და ეს არის ის მიმართულება, რაზეც განსაკუთრებული ზრუნვა არის საჭირო“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი