მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხზეც, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8 პროცენტი, 2024 წელს გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი
ირაკლი კობახიძე: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხზეც, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8 პროცენტი, 2024 წელს გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი

იმედი|imedinews.ge

2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხთან დაკავშირებითაც და უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. „რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2027 წლისთვის იქნება დაფარული წყალმომარაგებით, უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი, ყველა ის ქალაქი, რომელიც შედის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის ზონაში. აქ არ შედის რამდენიმე დიდი ქალაქი, აჭარის მუნიციპალური ცენტრები. 48-ვე ქალაქი იქნება დაფარული 2027 წლის ბოლოსთვის. რაც შეეხება გაზიფიკაციას, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, რომ საბოლოოდ გავიაროთ იმ სოფლების ნუსხა, სადაც მიზანშეწონილია გაზის შეყვანა და აქ, რა თქმა უნდა, კრიტერიუმი იქნება ხარჯთეფექტიანობა, დანახარჯის და ეფექტის თანაფარდობა და ა.შ. აუცილებლად უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და სადაც მიიღება გადაწყვეტილება, იქ ყველგან განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს გეგმაც მოგვიანებით დაზუსტდება. და რაც შეეხება ინტერნეტიზაციას, 2012 წელს ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი იყო 37.8 პროცენტი. უკვე 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი, ანუ 2027 წელს იქნება უზრუნველყოფილი სრული დაფარვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი