მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული აქვს გერმანიას, დანიას, იტალიას, პოლონეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, შეიძლება მათ ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადებები
ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული აქვს გერმანიას, დანიას, იტალიას, პოლონეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, შეიძლება მათ ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადებები

ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული აქვს გერმანიას, დანიას, იტალიას, პოლონეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, შეიძლება მათ ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადებები

იმედი|imedinews.ge

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული აქვს გერმანიას, დანიას, იტალიას, პოლონეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, შეიძლება მათ ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. „რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მინდა ჩამოგითვალოთ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირიდან ჩინეთთან. გერმანია, დანია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უნგრეთი, საბერძნეთი - ყველა ამ ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული ჩინეთთან. შეიძლება მათ ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? ღიმილისმომგვრელია ასეთი განცხადებები. ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობას ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩინეთი არის ძალიან ღირსეული პარტნიორი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ჩინეთსა და საქართველოს შორის ტერიტორიით, მოსახლეობით, ეკონომიკით - 20 ტრილიონიანი სახელმწიფოა, ჩვენი ეკონომიკა არის 38 მილიარდი დოლარი. მიუხედავად ამ სხვაობისა, ჩინეთი ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, უდგება როგორც თანასწორს. და ეს მეტყველებს ამ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ღირსებაზე და ნეტავ ყველა სახელმწიფო ასე ღირსეულად მოქმედებდეს ჩვენნაირი სახელმწიფოების მიმართ. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და მოწოდება. როდესაც ჩინეთზე არის საუბარი ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის ღირებულებითი თვალსაზრისით, ასეთი გზავნილები გვესმის ხოლმე. ჩინეთი, გასული ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითების თანახმად, არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც 1979 წლის შემდეგ არ ჰქონია არცერთი ომი. ჩინეთი გასული ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებითი საკითხი, რაც ჩვენ გვაახლოებს ბუნებრივია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი