მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა
ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა

იმედი|imedinews.ge

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც ქვეყანას დააძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და ასევე დააძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში. „ისევე, როგორც წმინდა ილია მართალმა, ილია II-მაც სამი სიტყვით გამოხატა უმთავრესი ღირებულებები, რომლებსაც თითოეული ქართველის თვითშეგნება უნდა ეფუძნებოდეს: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ყალბია ყოველგვარი პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი, რომელიც ღმერთის შიშსა და რწმენაზე არ არის დაფუძნებული. სწორედ უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც დაგვაძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და რომელიც დაგვაძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს მიმართა და უსურვა, რომ მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას დედაეკლესიის ისტორიაში. „ღრმა პატივისცემით მივესალმები უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს - უფლის ნებით, ილია II-ის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით გამორჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს. უწმინდესს და უნეტარესს ვუსურვებ, მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას ჩვენი დედაეკლესიის ისტორიაში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი