მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში - მადლობას ვუხდი სპორტის მინისტრს და ფეხბურთის ფედერაციას
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში - მადლობას ვუხდი სპორტის მინისტრს და ფეხბურთის ფედერაციას

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში - მადლობას ვუხდი სპორტის მინისტრს და ფეხბურთის ფედერაციას

იმედი|imedinews.ge

განსაკუთრებული მიღწევაა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე.

„საქართველოში სპორტის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო ხშირად მასპინძლობს ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებს. სულ ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, ახლა ძიუდოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, მანამდე იყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი. ზამთრის სპორტის სახეობებში არაერთ პრესტიჟულ ტურნირს ვუმასპინძლეთ და ეს არის განსაკუთრებული მიღწევა, რომ საქართველო სომხეთთან ერთად უმასპინძლებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.

ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას, მათ შორის, სპორტული იმიჯის გაუმჯობესებას საერთაშორისო დონეზე. უშუალოდ საქართველოში ეს ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, მასპინძლობა, მათ შორის, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს მისცემს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის მნიშვნელოვანი ყველა თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მათ შორის, სპორტის სამინისტროს, სპორტის მინისტრს და განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ბატონ ლევან კობიაშვილს. მათი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა და მადლობა მათ ამ ძალისხმევისა და წარმატებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი