მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს, ლევილში სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები
ირაკლი კობახიძე: მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს, ლევილში სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები

იმედი|imedinews.ge

მნიშვნელოვნად გაიზარდა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „შემოქმედებითი საქართველო“ და მის მიერ დაფინანსდა 1 000-მდე პროექტი.

„ასევე მუზეუმებში განხორციელდა 566 საგანმანათლებლო პროგრამა. შეივსო მუზეუმების ფონდები: ეროვნულ მუზეუმს დაემატა 213, ხოლო სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას 2025 ახალი ექსპონატი. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის 31 ობიექტზე, დასრულებულია 30 ობიექტის რეაბილიტაცია და კონსერვაცია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გელათის ტაძარს და სამონასტრო კომპლექსს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით და მინდა, ყველა ჩართულ პირს გადავუხადო მადლობა ამისათვის. განხორციელდა 21 არქიტექტურული ობიექტის კვლევითი და კონსერვაციული სამუშაოები. განხორციელდა არაერთი მუზეუმისა და კულტურული ობიექტის მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში იქნა შეტანილი იუნესკოს მიერ, რაც იყო მნიშვნელოვანი მიღწევა. ლევილში სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის ის ძირითადი საკვანძო საკითხები, რაც მინდოდა აღმენიშნა კულტურის სამინისტროს მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →რეაბილიტაცია →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი