მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც უპირისპირდება ევროპული ბიუროკრატია და საქართველოში მოქმედი აგენტურა
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც უპირისპირდება ევროპული ბიუროკრატია და საქართველოში მოქმედი აგენტურა

იმედი|imedinews.ge

ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება, როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ქეთი დევდარიანის განცხადებას ეხებოდა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით.

„ეს ადამიანი არის ერთ-ერთი სახე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“. მათთვის მისაღები იყო, რაც მოხდა თავის დროზე, 2007 წელს იმედის წინააღმდეგ. შესაბამისად, მათთვის მიუღებელია ის, რომ თავის დროზე, ხელისუფლების შეცვლის და დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ ტელეკომპანია დაუბრუნა კანონიერ მფლობელს. მათ ერჩივნათ საკუთარ მფლობელობაში ჰქონოდათ უკანონოდ, როგორც ტელეკომპანია „იმედი“, ასევე სხვა ტელეკომპანიები. ზოგადად, ეს არის მათი სახე, მედიის თავისუფლების სრული უგულებელყოფა. მათთვის საერთოდ არავითარი ღირებულება არ არის მედიის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მაღალი მატერიები ამ ადამიანებისთვის არის სრულიად უცხო. დღეს ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ღირებულებებზე. ტრადიციული ევროპული ღირებულებები არის მათთვის სრულიად უცხო. დღეს რომ ეს ადამიანები საუბრობენ ევროპაზე, ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერთან დაკავშირებით. ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება, როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც განასახიერებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არის სწორედ თქვენს მიერ დასახელებული ადამიანი. არავითარი ფასი არ აქვს ამ ადამიანის განცხადებებს, გარდა ერთისა, ეს განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ „ნაცმოძრაობის“ სახეს. „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას, დემოკრატიული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას და ამაზე ისინი საუბრობენ ძალიან თამამად იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი სახე გამოაჩინონ და აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ ამას“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

იმედი

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

იმედი