მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოები, რომლებიც ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია - ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოები, რომლებიც ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია - ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა

იმედი|imedinews.ge

ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად - ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.

პრემიერის განცხადებით, ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა.

„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება.

შეგახსენებთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად - ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 294 სტატია.

  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო - იუსტიციის სამინისტროBM.GE
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →უკრაინის →კობახიძე →

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილებზე: ნებისმიერი შეყოლა პოლიტიკური კომენტარებით, ვფიქრობ, ქმნის ნიადაგს, რომ სამართლებრივი პროცესი გადავიდეს პოლიტიკურ განხილვაში. მე არ მინდა, რომ შევიდე ამაში. მიზანი სწორედ პოლიტიკურ ჭრილში გადასვლაა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი არჩევნები არანაირ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი აფხაზეთი და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ორივე ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. სხვა დანარჩენს აქ შინაარსი და დატვირთვა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი PACE-ს ჯგუფის განცხადებაზე: ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ PACE-ს ამ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს და ამით ლახავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ახლა ვითომ რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესებზე ზრუნავენ, ეს არის სწორედ ფარისევლობა

გაეროს მისია: აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ ორ დარტყმაში ომის დანაშაულის ნიშნებია, ირანის ხელისუფლებამ კი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა

გაეროს მისია: აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ ორ დარტყმაში ომის დანაშაულის ნიშნებია, ირანის ხელისუფლებამ კი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა

იმედი