
ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს სალაპარაკო კახა კალაძემ მისცა. "ქართული ოცნების" ლიდერმა დღეს 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დაადანაშაულა. კალაძე როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, უკვე იცოდა, რომ "ოცნების" ყველა ლიდერის მსგავსი შინაარსის კომენტარებს ცხინვალის რეჟიმი სათავისოდ იყენებს.
ომი დაიწყო რუსეთმა, ომის დანაშაული საქართველში ჩაიდინეს რუსმა სამხედრო მეთაურებემა - ეს დაადგინეს ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა, თუმცა ოპოზიციის შეფასებით, "ქართული ოცნებამ" მაინც ცდილობს ამ რეალობას გვერდი აუაროს.
ომს წინ უძღოდა, რუსების ფართო მასშტაბიანი წვრთნები, 2008 წლის ზაფხულზე, ადგილი ჰქონდა, განგრძობით პროვოკაციებს, აფეთქებებს, იყო მსხვერპლიც. თუმცა ქართული, მხარე ბოლო წუთამდე თავშეკავების რეჟიმში იყო, რათა ომის თავიდან აცილება მომხდარიყო, 7 აგვისტოს კი რუსული ტანკების საქართველოში შემოსვლამ, ქვეყანას სავალდებულო საპასუხო ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა წარმოშვა. აგვისტოს ომის ქრონიკებს ომის საკუთარი თვალით მნახველი ჟურნალისტი იხსენებს.
თუ ოცნების რიტორიკა ასე გაგრძელდა, რა ბედი ელის არაღიარების პოლიტიკას და სადამდე შეილება ამან ქვეყანა მიიყვანოს? ექსპერტები და უბრალო მოქალაქეები აცხადებენ, რომ შესაძლოა კოსოვოს სცენარი განმეორდეს.
ხატია სამხარაძე დეტალებით
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge