მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე, პირადად მისი როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულია და მადლობა მას ამისთვის
ირაკლი კობახიძე: პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე, პირადად მისი როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულია და მადლობა მას ამისთვის

იმედი|imedinews.ge

პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე და ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„მე მყისიერად მქონდა ზარი ბატონ ნიკოლ ფაშინიანთან და მას მივულოცე არჩევნებში გამარჯვება. რა თქმა უნდა, გამოვთქვი იმედი და სურვილი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც აქტიურად ვიზრუნოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. პირადად პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სომხეთის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებითაც. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ქვეყნის ურთიერთობის საქმეა.

„ზოგადად, სომხეთზე არ ვსაუბრობ, ორმაგი სტანდარტები ევროპული ბიუროკრატიისთვის არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი