მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას
ირაკლი კობახიძე: ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას

იმედი|imedinews.ge

ყველა ობიექტური კვლევა საქართველოს სათანადოდ აფასებს, სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, იქ ყველა აღიარებს საქართველოს განსაკუთრებულ ეფექტიანობას, ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროპის პარლამენტის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური კრიზისებისადმი მედეგობის თვალსაზრისით მსოფლიოს ტოპ სამ ქვეყანაში საქართველოს დასახელებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა სხვადასხვა სექტორზე, თუმცა ამის მიუხედავად საქართველომ მოახერხა ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება და არ შენელებულა ეკონომიკური ზრდის ტემპი.

„თავისთავად ის, რომ საუდის არაბეთსა და ნორვეგიას შორის არის მოქცეული ჩვენი ქვეყანა ეფექტიანობის თვალსაზრისით და კრიზისების მიმართ მედეგობის თვალსაზრისით, ესეც ძალიან საინტერესოა. იცით, რომ ორივე არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკურ სტაბილურობას მიუხედავად არაერთი კრიზისისა, რომელიც განვითარდა ამ წლების განმავლობაში ჩვენს გარშემო - უკრაინაში დაიწყო ომი და ამის მიუხედავად ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა; ახლო აღმოსავლეთში განვითარდა ძალიან მძიმე კრიზისი და ამის მიუხედავადაც შეინარჩუნა ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა მათ შორის ტურიზმზე, სხვადასხვა სექტორზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება და შესაბამისად არ შენელებულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 185 სტატია.

  • კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვიაფორმულა
  • ფაშინიანმა კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია | მთავრობაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
  • „იყავი ჩემი ხმა“ - ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართესტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

იმედი

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

იმედი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

იმედი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო