მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე: როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

იმედი|imedinews.ge

გამჭვირვალობა არის სწორედ, რომ ტრადიციული ევროპული ღირებულება და ასეთ დროს, როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება.

„არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. რით დაიწყო ეს ყველაფერი არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის. იყო პირდაპირ, თავის დროზე, ომში ჩართვის მოთხოვნა, პირდაპირ გაჟღერდა ეს მოთხოვნა კონკრეტულ შეხვედრაზე და ამას მოჰყვა შემდეგ შანტაჟი ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც გრძელდება მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ ყველაფერში ვიღაც-ვიღაცებმა ჩართეს ევროპული ბიუროკრატიაც, ეს არის საერთო ინტერესი. როდესაც არის უხეში პოლიტიკური ინტერესი, იქ, რა თქმა უნდა, არგუმენტები არ ჭრის, იქ არის შიშველი პოლიტიკური ინტერესები და კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, გამოიყენონ მათ შორის ევროპული ბიუროკრატია ამ ინტერესების გასატარებლად, რაც არის ძალიან სამწუხარო.

ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ხდებოდა და რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და ვსაუბრობთ ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობები. ეს არის პოლიტიკა, სამწუხაროდ, პოლიტიკაში არის ბევრი სიბინძურე, მათ შორის, ევროპაშიც და მთავარია, რომ შეიცვალოს ეს მოცემულობა. სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა დღეს შექმნილი, რომ ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი, რბილად ვამბობ, ინტერესები. ეს თუ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ვითარება გაუმჯობესდება.

რაც შეეხება კანონებს, კანონები ეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არის სწორედ, რომ ტრადიციული ევროპული ღირებულება და ასეთ დროს, როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ კანონების გაწვევაზე, ეს კანონები ეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არის აუცილებელი როგორც ხელისუფლების შემთხვევაში, ისე მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების შემთხვევაში. ეს არის ტრადიციული ევროპული ღირებულება და როდესაც კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, თუ პოლიტიკოსები უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, აქედან ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი