მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიპ სტეიტი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში, ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მტკიცედ მხარი „ქართულ ოცნებას“
ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიპ სტეიტი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში, ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მტკიცედ მხარი „ქართულ ოცნებას“

იმედი|imedinews.ge

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ-პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონომიკის სტაგნაცია და ა.შ. - სწორედ ასეთია „დიპ სტეიტის“ მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი, ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს.

„მოშლილ ეროვნულ, რელიგიურ და პიროვნულ იდენტობასთან ერთად, ხაზგასასმელია უმძიმესი ეკონომიკური ტენდენციები: ხშირად გვითქვამს, რომ თუ 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 18 %-ზე ნაკლებია.

შესაბამისად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი აქვს და ამდენ აბსურდულ რეზოლუციასთან და რევოლუციის მცდელობებთან გამკლავებას „დიპ სტეიტის“ თამაშის წესებზე დაყოლა ჯობს, როგორც ამას თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევანი საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკის და ტრადიციული ღირებულებითი სისტემის განადგურებად, არამედ სუვერენიტეტის სრულად დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს, რადგან საქართველოს შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ ეროვნულის გარდა ნებისმიერი სხვა ტიპის პოლიტიკის გატარება, ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხის შემცველია. არასუვერენული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება დღის წესრიგში, რასაც საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მრავალგზის მოთხოვნაც მოწმობს.

ამგვარად, სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიპ სტეიტი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში, ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“,- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 185 სტატია.

  • კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვიაფორმულა
  • ფაშინიანმა კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია | მთავრობაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
  • „იყავი ჩემი ხმა“ - ცხოველთა უფლებების დამცველებმა კობახიძის სამსახურთან აქცია გამართესტვ პირველი
კობახიძე →ოცნების →

მსგავსი სტატიები

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

იმედი

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

იმედი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

იმედი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო