მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე: წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით

იმედი|imedinews.ge

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საავიაციო სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო წლებში რეკორდულად გაიზარდა მგზავრთნაკადი, გაფართოვდა საერთაშორისო მიმართულებები და ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო არაერთმა ახალმა ავიაკომპანიამ.

„წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით, როგორც მგზავრთნაკადის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ტურიზმის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, გვქონდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმის სექტორში, რაც ბუნებრივია, ავიაციაზეც სათანადოდ აისახა. მიუხედავად იმისა, რომ წელს კრიზისის ფონზე გვქონდა მცირე შენელება პროცესების, ივნისიც იყო რეკორდული ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ წელსაც.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის განხორციელებაში არის ჩართული. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - მადლობა ჩვენს ფრანგ და თურქ პარტნიორებს, მადლობა TAV Airports-სა და უმსხვილეს ფრანგულ საავიაციო ჯგუფს - Groupe ADP-ს, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საქართველოს ავიაციის განვითარებას.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს, რომლის ძალისხმევისა და ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების პირობებში ხორციელდება. ყველას წარმატებები მინდა გისურვოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • მთაწმინდის რაიონში გაზის მიწოდება 10 000 აბონენტს შეუწყდა - "თბილისი ენერჯი"BM.GE
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →კობახიძე →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

იმედი

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

იმედი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

იმედი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო