მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
ირაკლი კობახიძე: თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

იმედი|imedinews.ge

თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ ე.წ. ჟურნალისტებს უხაროდათ, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ შეექმნებოდათ პრობლემები.

„გახსოვთ, როგორ ისტერიულად სვამდნენ კითხვებს ე.წ. ჟურნალისტები ჩვენს ქვეყანაში. აბსოლუტურად ყველანაირი სახე დაკარგეს. მახსოვს, იყო მომენტი, როდესაც „იმედის“, „პოსტივის“ და სხვა ტელევიზიების ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოხატეს ამ ტელევიზიების წარმომადგენლების მიმართ, 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ამ ტელევიზიების წარმომადგენლებს ყველაზე მეტი ზიანი მიადგათ. ეს სოლიდარობა იყო აბსოლუტურად გულწრფელი. მაშინ ერთ-ერთმა დეპუტატმა კითხვა დაუსვა ჟურნალისტებს, პარლამენტის შენობაში, მათი მხრიდან რომ ასეთი სოლიდარობა იყო გამოხატული, საპირისპირო რომ მომხდარიყო, იგივეს იზამდნენ თუ არა „ტვ პირველის“, „მთავარის“ და „ფორმულას“ წარმომადგენლები.

ამაზე პასუხი იყო, რომ არ იზამდნენ, ამის მოლოდინი არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავემსგავსებითო. ზუსტად ეს ვიხილეთ. თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მე მახსოვს ე.წ ჟურნალისტების ისტერიკა. „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ ე.წ. ჟურნალისტების დაკარგული სახე, როგორ უხაროდათ ის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“ შეექმნებოდათ პრობლემები. ეს იყო ოპტიმისტური მოლოდინი, მათ შორის, შესაბამისი ბრიტანელი ბიუროკრატების მხრიდან. ჩვენ მაშინვე დავპირდით ყველას, რომ ტელევიზიებს და მედიის თავისუფლებას საქართველოში არავითარი პრობლემა არ შეექმნებოდა.

რაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა 2012 წლიდან, იმაზე ვართ პასუხისმგებელი დღესაც და ვიქნებით პასუხისმგებელი ხვალაც. ეს ყველაფერი ასეც მოხდა, მაგრამ მაშინ ფაქტია, რომ ადგილობრივ აგენტურასაც და მათ უცხოელ პატრონებსაც ჰქონდათ სხვა რამის იმედი. რაც შეეხება ევროპარლამენტში მომხდარს, ეს უფრო ისტერიული ნაბიჯი მგონია, ვიდრე ოპტიმისტურ მოლოდინებზე გათვლილი ქმედება. ვხედავთ, რამდენად უსუსურია ის ხალხი, რომლებიც ცდილობენ ქართველი ხალხის სიმშვიდის დარღვევას. მთავარი მიზეზი არის ის, რომ მართლები არ არიან. იმდენად არ არიან მართლები საკუთარ ნაბიჯებში, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ვერ აღწევენ წარმატებას. იმდენად უსამართლო და არასწორია ის ნაბიჯები, რომელსაც ისინი დგამენ, იმდენად დაცლილია ეს ყველაფერი ღირებულებებისგან, რომ საბოლოო ჯამში, ბოროტს სძლევს კეთილი. ბოროტმა ვერ სძლია კეთილს, ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც ბრიტანული მხრიდან დაწესდა სანქციები „იმედის“ და „პოსტივის“ მიმართ, როდესაც ევროპარლამენტმა დაუწესა ლოკალური სანქციები ტელევიზიების ჟურნალისტებს. ბოროტება არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ამ უსამართლობით ვერ აღწევენ შედეგს“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება