მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ნადარეიშვილი: 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით
ირაკლი ნადარეიშვილი: 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით

ირაკლი ნადარეიშვილი: 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით

იმედი|imedinews.ge

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრადიციულად, აქტიურად იქნება ჩართული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს ეთერში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს რამდენიმე ქალაქში იქნება წარმოდგენილი - ფოთში, ქუთაისში, ამბროლაურსა და თელავში. თემატური მიმართულებებიც მრავალფეროვანი გვექნება, მათ შორის საზღვაო მიმართულება - აქ წარმოდგენილი იქნება საზღვაო აკადემია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე ის პროექტები და მიმართულებები, ის პრიორიტეტები, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე იგეგმება საზღვაო ფორმის დემონსტრირება, რაც საინტერესო და სახალისოა, მათ შორის ბავშვებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ყველა პავილიონში სპეციალური აქცენტი გაკეთდება ბავშვებისთვის გასართობ და შემეცნებით ზონებზე.

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ქალაქ ქუთაისში ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის, მათ შორის კულინარია/გასტრონომიის, ასევე ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებებს წარადგენს. რაც შეეხება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ტრადიციულად, მისი საგამოფენო სივრცე აქტიური მიზიდულობის წერტილია ყველა ასაკის დამთვალიერებლებისთვი, სააგენტო წელს დრონების მიმართულებით იქნება წარმოდგებილი.

„ნიშანდობლივია GITA-ს ქუთაისში წარმოდგენა, რადგან სულ რამდენიმე კვირაში გავხსნით ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში ჩვენს რეგიონში უნიკალურ და ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ჰაბს, სადაც იქნება ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც ალბათ, ამ მიმართულებით ერთ-ერთი სავიზიტო ბარათიც კი გახდება ჩვენი ქვეყნის. აქ იქნება ყველაზე დიდი ტექნოპარკი, საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა ბავშვებისთვის, ამიტომ ეს ეკოსისტემაც იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ამბროლაურს, ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, იქ სამინისტროს პავილიონი ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს, ავიაციის მიმართულებას წარმოადგენს, ასევე მთავარი თემა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები და დაკავშირებადობა იქნება. საქართველოს ეკონომიკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი, ენერგეტიკის სექტორი თელავის პავიოლიონში იქნება წარმოდგენილი. თელავში ასევე მოქალაქეებს „საქართველოს ფოსტის“ სტენდის დათვალიერების საშუალება ექნებათ.

„26 მაისს გვექნება ასე ვთქვათ, მობილური კომპონენტიც, კერძოდ, საქართველოს რკინიგზის მგზავრები აქტივობებში სხვადასხვა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას. 17 საათსა და 10 წუთზე კი, იმ დროს, როდესაც 1918 წელს ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, რკინიგზის ყველა სადგურში, ასევე მატარებლებში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინარუსთავი 2
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი