მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება
ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება

იმედი|imedinews.ge

ირაკლი ქადაგიშვილი კითხვით მიმართავს ევროპარლამენტარებს, რომლებიც ვახო სანაიას პატიმრობას აპროტესტებენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს აინტერესებს რა მოხდებოდა, ჟურნალისტს ანალოგიური ქმედება მათ სახელმწიფოში რომ ჩაედინა. დეპუტატმა ამ თემაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტიპის ჟურნალისტიკას მათ ქვეყნებში ეკრანებზე არავინ გამოაჩენდა.

„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული - სამწუხაროა, რომ დღევანდელ კაცობრიობას ამის განმარტება უწევს, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, ადამიანების წყევლა, კრულვა და ათასი უბედურება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ენა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩას და ყველანაირ ეროზიას იწვევს ქვეყნისა და სახელმწიფოსა, მისი არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული ასეთი კლიმატის დამკვიდრება ქვეყანაში, საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ოჯახებში გადადის. ამიტომ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვინც ამბობს, რომ ასეთი რამ არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს ადამიანობის გაგების მიმართ აბსოლუტური განსხვავება აქვთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, კრიტიკა და პოლემიკას არავის ეკრძალება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • ადვოკატის თქმით სუსი ლევან ხაბეიშვილს ტელეფონს სასამართლოს განაჩენის მიუხედავად არ უბრუნებსფორმულა
  • გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი განმარტავს, რა ჩვენებები მისცეს სასამართლოს ელისო კილაძემ და გიორგი მიქაძემBM.GE
  • სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლის შესარჩევი კონკურსი ისევ გახანგრძლივდანეტგაზეთი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნარუსთავი 2
სასამართლოში →

მსგავსი სტატიები

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი