მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას

იმედი|imedinews.ge

ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ალეკო ელისაშვილის სასჯელზე საუბრისას.

მისივე თქმით, როგორც ალეკო ელისაშვილი, ისე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ამა თუ იმ სიმძიმის სასჯელს იხდის, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული მიდგომებით არის მისული ამ მდგომარეობამდე.

„ოპოზიცია უკვე იმ დონეზეა გასული, რომ სასამართლოს შენობის გადაწვის პირდაპირ, აშკარა მცდელობას ეძახიან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ეს მეტყველებს უკვე საქართველოში ე.წ. ოპოზიციის სრულ დეგრადაციაზე. მათ აღარ გააჩნიათ უნარი, რომ პირდაპირი ქმედება, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო დაწესებულების, სასამართლოს გადაწვისაკენ, ამაზეც კი ჰქონდეთ რაიმე ნორმალური რეაგირება და დაგმონ. არის „ოპოზიცია“, ვიმეორებ ბრჭყალებში, ამას ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება ოპოზიცია ერქვას, რომელიც ტერორისტული აქტების ჩამდენებს პოლიტპატიმრებს ეძახის, ამას ამართლებს და მხარდასაჭერ „ქარდებს" უძღვნის. ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას. ეს ერთი პიროვნებაც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ამა თუ იმ სიმძიმის სასჯელს იხდის, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული მიდგომებით არიან მისული ამ მდგომარეობამდე", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

იმედი

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

იმედი

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

იმედი