მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარ ინციდენტზე: მიუღებელია, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისათვის, სამართალდამცავი სისტემისა და პოლიციის დისკრედიტაციისათვის, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა
ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარ ინციდენტზე: მიუღებელია, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისათვის, სამართალდამცავი სისტემისა და პოლიციის დისკრედიტაციისათვის, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა

იმედი|imedinews.ge

როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისათვის, სამართალდამცავი სისტემისა და პოლიციის დისკრედიტაციისთვის, ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს სისტემური დანაშაული იქნებოდა იმ შემთხვევაში, როგორც ეს „ნაციონალური მოძროაბის" დროს ხდებოდა, როდესაც აშკარა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც მალავდნენ.

„როდესაც ასეთ მძიმე ფაქტზე არის ხოლმე საზოგადოების აღშფოთება, ეს არის ბუნებრივი და ნორმალური მოვლენა. როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისათვის, სამართალდამცავი სისტემისა და პოლიციის დისკრედიტაციისათვის, ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ და კანონმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. სისტემური დანაშაული იქნებოდა იმ შემთხვევაში, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა, როდესაც აშკარა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც მალავდნენ, ჩქმალავდნენ და პირიქით ხელოვნურ სცენარებს დგამდნენ იმისთვის, რომ რამენაირად ჩადენილი დანაშაული დაემალათ და გადაბრალებულიყო მსხვერპლზე, რომელიც ასეთი ე.წ. სპეცოპერაციის დროს იყო მოკლული", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა.

გორში მომხდარი მძიმე ინციდენტი პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა კვლავ სპეკულაციებისთვის გამოიყენა, რასაც გორის პოლიციის განყოფილებასთან ოპოზიციურად განწყობილთა პროტესტიც მოჰყვა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა მომხდარს სისტემური უწოდეს, რასაც სახელისუფლებო გუნდმა არგუმენტები დაუპირისპირა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიციამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთესBM.GE
  • ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნესფორმულა
  • დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელსტვ პირველი
პოლიციამ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი