მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება
ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება

იმედი|imedinews.ge

ეს მძიმე ფაქტი [პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.

„საზოგადოების მხრიდან ასეთ მოვლენას ყოველთვის მოსდევს მწვავე რეაქცია, ეს ბუნებრივიც არის და გასაგებიც, ასეც უნდა იყოს. მაგრამ არის მეორე მხარეც, როცა ხდება პოლიტიკური სპეკულირება. ახლა ამას ჩვენ ვხედავთ ნათლად, პოლიციელებზე თავდასხმები ხშირ შემთხვევაში ხდება იმიტომ, რომ მოხდეს პოლიციის იმიჯის შებღალვა, სისტემის დასუსტება და ჩამოშლა. ეს ხდებოდა მიტინგების პერიოდშიც და ახლაც ეს მძიმე ფაქტი ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია, რომ სისტემურად მიაყენონ პოლიციის სახელს ზიანი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა პოლიციელთა მიერ დაშვებული შეცდომების დამალვას.

„თუ შევადარებთ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაშინ პირიქით იყო საქმე. ხელისუფლება ყველა ჯერზე ცდილობდა, რომ პოლიციელების მიერ დაშვებული შეცდომები მიეჩქამალა, გამოძიება გაეჭიანურებინა ან საერთოდ არ ჩაეტარებინა. ფაქტი იყო, კადრიც იყო, მაგრამ ხელისუფლება ცდილობდა მოეხდინა პირდაპირ ფალსიფიცირება. ბუტა რობაქიძის საქმე არის ამის ნათელი მაგალითი, როდესაც პირიქით მიიტანეს იარაღი, დაყარეს, ფილმი გადაიღეს, აი, ეს არის სისტემური დანაშაული. იმ შემთხვევაში როდესაც ფაქტი ცნობილი ხდება და ამ ფაქტზე მყისიერი სამართლებრივი რეაგირება ხდება ეს ნიშნავს, რომ სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები არის დასაგმობი, რომ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პროკურატურამ გორში, პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ