მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად
ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად

ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად

იმედი|imedinews.ge

ლონდონში მოგვივიდა ვიდეოჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ ბერეზოვსკი რაღაცებზე მოელაპარაკა [სააკაშვილს] და მერე როგორც გავიგეთ, აქ იყო საუბარი ტელევიზიების გახსნაზე, რუსეთს უნდა ემაუწყებლა და მაუწყებლობდა, რასაც მოჰყვა ბევრი ცნობილი რუსი ჟურნალისტის აქ გაჩენა და ა.შ., - განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში „საქართველოს დაბადება".

რუხაძემ გაიხსენა „ვარდების რევოლუციის“ დროს განვითარებული მოვლენები, რაც შეეხებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყიდვას, კერძოდ, მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილთან გარიგება მას შემდეგ აღარ მოხდა, რაც ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა.

ირაკლი რუხაძის თქმით, ბადრი პატარკაციშვილმა ნულიდან შექმნა "იმედი", იმიტომ, რომ ვერ იყიდა „რუსთავი 2“.

„ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა სააკაშვილს. ორივე მხარეს აფინანსებდა - მგონი, ბადრისთვის იდეალური ვარიანტი იყო, რომ დარჩენილიყო ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც იხილებოდა შევარდნაძის მემკვიდრედ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ასევე, აფინანსებდა ამათ, სააკაშვილს. ადამიანი, რომელმაც ეს მომიყვა, თქვა, რომ მიტინგების ბოლოს ჩემს სახელს იძახდა სააკაშვილი, „ესა და ეს კაცი ამოვიდეს მიკროფონთან" - იმიტომ, რომ ფულზე იყო საუბარიო“, - აღნიშნა რუხაძემ.

მან ისაუბრა „მაესტროსა“ და „რუსთავი 2“-ზეც.

„მე ძალიან მეამაყება, რომ „მაესტროს“ ვაფინანსებდი. მე სააკაშვილს სულ ვებრძოდი, მაგრამ, პირადი ინტერესების და ბადრის ოჯახის ინტერესების გამო. სადაც მაქვს წვლილი არის ის, რომ ვაფინანსებდი „მაესტროს“ და მგონია, რომ მან დიდი როლი შეასრულა, როცა ციხის კადრების ჩვენება იყო. ჩემზე ბევრად უფრო დიდი წვლილი აქვთ „უცნობს“, „გრეჩიხას“ [ლევან გაჩეჩილაძე] და ბევრ სხვა ხალხს და რაღაც დონემდე ეროსი კიწმარიშვილსაც. ეროსის მე ძალიან ახლოს ვიცნობდი, ბადრი ყიდულობდა „რუსთავი 2“-ს ეროსისგან, გადახდილი იყო საკმაოდ დიდი თანხა, როგორც „ბე“, რომელიც დაიკარგა, იმიტომ, რომ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ აღარ გაიყიდა, რადგან ამასობაში მოხდა „ვარდების რევოლუცია“.

ეროსი, როგორც ტელევიზიის მფლობელი, რომელიც წარმოუდგენლად ძლიერი ფიგურა იყო იმ მოკლე დროის განმავლობაში საქართველოში და ერთ-ერთი პირველი, სადაც ბადრიმ დაინახა, რომ მე რაღაცის გაკეთება შემეძლო, იყო ის, რომ ეროსი მოვატრიალე, დავსვი ბადრისთან მოლაპარაკებაზე, ის ფული არ დაბრუნდა, მაგრამ ბადრიმ თქვა, რომ არ მჭირდება, არ დამიბრუნო. უკვე სააკაშვილი იყო ძალაუფლებაში, ეროსის აღარ უნდოდა გაყიდვა. შეიძლება ეროსის უთხრეს, შენ ხომ არ აფრენ, რა ტელევიზია უნდა მისცე ბადრისო, მე ხომ ეს არ ვიცი. ეს მოლაპარაკება ჩაიშალა და მერე გაჩნდა „იმედი“, ანუ, ბადრიმ „იმედი“ დაიწყო ნულიდან იმიტომ, რომ ვერ იყიდა „რუსთავი 2", - განაცხადა რუხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
  • მთაწმინდის რაიონში გაზის მიწოდება 10 000 აბონენტს შეუწყდა - "თბილისი ენერჯი"BM.GE
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

იმედი

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

იმედი

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

იმედი