მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი რუხაძე: უაზროდ წაიღეს ყველაფერი ჩვენგან - მთაწმინდის პარკი, „სტანდარტ ბანკი“, „იმედი“, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, დაგვარტყეს „ბორჯომზე“, ერთ დღეში დაგვარტყეს ხუთ აქტივზე - სააკაშვილს „იმედი“ დავაბრუნებინეთ როცა არჩევნები წააგო
ირაკლი რუხაძე: უაზროდ წაიღეს ყველაფერი ჩვენგან - მთაწმინდის პარკი, „სტანდარტ ბანკი“, „იმედი“, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, დაგვარტყეს „ბორჯომზე“, ერთ დღეში დაგვარტყეს ხუთ აქტივზე - სააკაშვილს „იმედი“ დავაბრუნებინეთ როცა არჩევნები წააგო

იმედი|imedinews.ge

საქართველოში ჩამოვედი მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავაბრუნებინეთ სააკაშვილს. [დაბრუნების პროცესი ხდებოდა] მოლაპარაკებით, საქართველოს გარეთ, ოღონდ ყველაფერი - "იმედის" გარდა. "იმედზე" მოლაპარაკება საქართველოში მოხდა, ეგეც სააკაშვილს დავაბრუნებინეთ ოღონდ უკვე მერე, როცა არჩევნები წააგო, - განაცხადა ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში "საქართველოს დაბადება".

მან გაიხსენა ბადრი პატარკაციშვილისთვის წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი და განაცხადა, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება საარბიტრაჟო დავებში მილიარდზე მეტს წააგებდა, ამიტომ, მათ 2011 წელს დააბრუნეს აღნიშნული აქტივები.

"სხვა ყველაფერი დავაბრუნებინეთ 2011 წელს, უკვე წელიწადნახევარი საქართველოში ვცხოვრობდი, სულ ვიძახდი, რომ ოფშორული ზონა ვართ-თქო, იმიტომ, რომ ჩვენ არავინ გვეხებოდა, არავის ვეხებოდით და ვმართავდი ჩვენს აქტივებს: "ბორჯომსაც" ვმართავდით, ყველა სხვა აქტივსაც, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შევედი, ყველაფერს ამას ვაკეთებდით. მაგრამ, დავაბრუნებინეთ იმიტომ, რომ ორი არბიტრაჟი გვქონდა საქართველოს გარეთ. უნდა წაეგო [სააკაშვილის ხელისუფლებას] 800 მილიონი დოლარი ერთ საქმეზე. უაზროდ წაიღეს ყველაფერი ჩვენგან: მთაწმინდის პარკი, დაგვარტყეს "ბორჯომზე", "სტანდარტ ბანკი" წაიღეს - ერთ დღეში დაგვარტყეს ხუთ აქტივზე, "იმედი", რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. რუსთავზე გვქონდა ცალკე არბიტრაჟი, "იმედზე" - ცალკე და დიდი ალბათობით, წააგებდნენ მილიარდზე მეტს. ამას ჩვენი იურისტებიც გვეუბნებოდნენ და დარწმუნებული ვარ, მათ იურისტებიც ეუბნებოდნენ. რაც სწორად გვქონდა სტრუქტურირებული, უბრალოდ ვერ მოკიდეს ხელი. "ბორჯომი" რომ არ გვქონოდა სწორად სტრუქტურირებული, როგორც ახლა გვაქვს ყველაფერი ნიდერლანდებიდან, წაგვართმევდნენ მაგასაც, მაგრამ, ვერ მოკიდეს ხელი, იმიტომ, რომ სხვა პრობლემა გაუჩნდებოდათ," - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • "შეეშვით ხალხო სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ" - თამარ ჩერგოლეიშვილირუსთავი 2
  • ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა - სააკაშვილიტვ პირველი
  • პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგოფორმულა
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
სააკაშვილის →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

იმედი

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

იმედი