მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა
ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა

ირანის პრეზიდენტი: სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა

იმედი|imedinews.ge

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყანა სანქციებისა და კონფლიქტის გამო მზარდ ზეწოლას კვლავ განიცდის.

პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ სანქციები ეტაპობრივად გაძლიერდა, რასაც მოგვიანებით სამხედრო დაპირისპირებაც მოჰყვა.

„სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმეა“, - განუცხადა პეზეშკიანმა ირანის ოფიციალურ მაუწყებელს (IRIB). - „სანქციები არსებობდა და კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგ სანქციები დააწესეს ჩვენს ბანკებსა და ფინანსურ ოპერაციებზე. ამით არ დაკმაყოფილდნენ და ომი წამოიწყეს. ესეც არ იკმარეს და კუთხეში ჩვენს მიმწყვდევას შეეცადნენ“.

ირანის პრეზიდენტმა დასძინა, რომ საგარეო ზეწოლის მიზანი ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტება იყო.

„ახლა ყველა გეგმა, რომელსაც ისახავენ და ზეწოლა, რომელსაც მიმართავენ, ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას და, როგორც თვითონ ამბობენ, პროტესტის წაქეზებას ემსახურება“, - განაცხადა მან.

პეზეშკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ირანმა ამ წნეხს ეროვნული ერთიანობის წყალობით გაუძლო. „დღემდე თუ მოვაღწიეთ, ეს ირანელი ხალხის დამსახურებაა“, - თქვა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • გაეროს ასამბლეას ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრებიან - აშშ-მა მათ ვიზები მისცაBM.GE
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • ირანი შეთანხმების მიღწევას დაჩქარებულად და ნებისმიერ ფასად ცდილობს - დონალდ ტრამპირუსთავი 2
ირანის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები

მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ

მასობრივი არეულობები ჰააგაში - პოლიცია ნაციონალისტური დემონსტრაციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომლებიც ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებასა და თეთრკანიანთა სიცოცხლის დაცვას მოითხოვდნენ

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის პოსტებზე: ეს შეფასებები მორალურ ფსკერს მიღმა განზომილებიდანაა გაკეთებული, ვინაიდან ამით უმძიმესი ტკივილი მიაყენეს იმ ოჯახებს, ბავშვებს, რომელთაც შესაბამისი სინდრომი აქვთ