მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანული მხარის მტკიცებით, ომანთან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო დერეფანზე შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა
ირანული მხარის მტკიცებით, ომანთან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო დერეფანზე შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა

ირანული მხარის მტკიცებით, ომანთან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო დერეფანზე შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა

იმედი|imedinews.ge

ირანული მხარის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დერეფნის განსაზღვრასთან დაკავშირებით ომანთან მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი საზღვაო მარშრუტი ძირითადად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის, თუმცა მისი ნაწილი ომანის ტერიტორიულ წყლებსაც მოიცავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაეიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „შემოთავაზებული საზღვაო მარშრუტის გეოგრაფიული კოორდინატები ორივე მხარეს უკვე შეთანხმებული აქვს“. მისივე თქმით, ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესი „პროფესიონალურად და კონსტრუქციულად“ მიმდინარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თეირანმა ვაშინგტონს სთხოვა, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება გადაედო, ვიდრე ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შეთანხმება დასრულდებოდა.

„ეს ასევე მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და მთლიან გახსნას და ირანის ბირთვული საფრთხის დასრულებას“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

POLITICO-ს ცნობით, აშშ-მა 14 ივლისს ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა ხელახლა აამოქმედა, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა. მას შემდეგ ბლოკადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხად იქცა. თეირანი აცხადებს, რომ ნებისმიერი ფართომასშტაბიანი შეთანხმების ფარგლებში მისი გაუქმება აუცილებელია.

ესმაილ ბაღაეის თქმით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურული რჩება აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმების შედეგად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • აშშ-მა და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს - დონალდ ტრამპიBM.GE
  • ზელენსკი: უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან ინფრასტრუქტურულ დარტყმებზე შეთანხმებას მიაღწიონრუსთავი 2
  • 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებატვ პირველი
  • 4 ოქტომბრის საქმე: მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებაფორმულა
შეთანხმება →მხარი →

მსგავსი სტატიები

„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხოს ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად

იმედი

გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა

გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა

იმედი

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა