მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას: ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას: ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას: ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება

იმედი|imedinews.ge

ძვირფასო მინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობრულ სახელმწიფოებს შორის, არც Twitter-ით და არც მედიის საშუალებით არ წარიმართება, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უკრაინელი კოლეგის პოსტს, რომელშიც ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ჰქონდა ისრაელს შესაბამისი რეაქცია უკრაინის ლეგიტიმურ მოთხოვნაზე იმ გემთან დაკავშირებით, რომელმაც ჰაიფაში მოპარული ტვირთი ჩაიტანა“.

„ბრალდებები არ არის მტკიცებულება. ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი. თქვენ სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნაც კი არ გამოგიგზავნიათ, სანამ მედიასა და სოციალურ ქსელებს მიმართავდით. საკითხი შესწავლილი იქნება. ისრაელი არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები. ისრაელის ყველა უწყება იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა საარმა.

მანამდე სიბიგამ აღნიშნა, რომ „უკრაინა-ისრაელის მეგობრულ ურთიერთობებს აქვს პოტენციალი, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს და რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობამ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ“.

TWITTER POST
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, უმძიმესი მდგომარეობაა, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძეBM.GE
მედია →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი