მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს

იმედი|imedinews.ge

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა და განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს.

„ჩრდილოეთის დასახლებებზე ნებისმიერი თავდასხმა გამოიწვევს საპასუხო დარტყმას დაჰიეზე [ბეირუთის სამხრეთ გარეუბანი, რომელიც „ჰეზბოლას“ საყრდენ პუნქტად ითვლება]“, - ნათქვამია მინისტრის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

კაცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მკაცრად უპასუხებს თეირანის ნებისმიერ მცდელობას, ჩართოს ლიბანი საკუთარ ინტერესებში.

„ირანის ნებისმიერი მცდელობა, დააკავშიროს ლიბანი და ირანი და თავს დაესხას ისრაელს, წააწყდება უდიდეს ძალას, ზუსტად ისე, როგორც ეს გუშინ მოხდა“, - აღნიშნა მან.

თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება მოჰყვა ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, დასახლება ზარიტში, საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. სამხედროების განმარტებით, განგაში გამოიწვია ჭურვის ჩამოვარდნამ იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანში ოპერაციას ატარებდნენ. ინციდენტის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი